Posts

პროექტის მე-9 დღე

დღეს დავასრულეთ ინტელის ტრენინგი. ავტვირთეთ ჩვენი პროექტის საქაღალდე ბლოგზე და გავაკეთეთ მისი პრეზენტაცია. პრეზენტაციები საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა. მსმენელებმა ერთმანეთს მივეცით რეკომენდაციები, რომელიც ითვალისწინებდა ჩვენი შემდგომი მუშაობის  გაუმჯობესებას. პრეზენტაციაზე  ნათლად გამოიკვეთა ჩვენი პროექტის ძლიერი და სუსტი მხარეები. ეს მე დამეხმარება მის დახვეწასა და შესაბამისად,  უფრო მაღალი  შედეგების მიღწევაში. ამ ტრენინგის ფარგლებში შევიძინე მეტად საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც არამარტო ჩემს  მოსწავლეებს წაადგება, არამედ ჩემთვის პროფესიული ზრდის საშუალებაც იქნება. დიდ მადლობას ვუხდი ტრენინგის ორგანიზატორებს და ჩვენს ტრენერს, ბატონ დიმიტრი პოპოვს.  

ჩემი პორთფოლიო

პორთფოლიოს საქაღალდე

ტრენინგის მე-8 დღე

დღეს განვიხილეთ დიფერენცირების საკითხები და ფასილიტაციის ტექნოლოგიები. ეს საშუალებას მოგვცემს ყველა მოსწავლეს თავისი განვითარების შესაბამისი დავალებები შევთავაზოთ და ამგვარად შევძლოთ მათი  ჩართვა სასწავლო პროექტებში.

ტრენინგის მე-7 დღე

დღეს ვიმუშავეთ პროექტის შეფასების რუბრიკის შექმნაზე. შევარჩიეთ  კრიტერიუმები, რომლებიც დაგვეხმარებოდა მოსწავლეთა მიერ პროექტის ფარგლებში შეძენილი   ცოდნისა და უნარების შეფასებაში. დღეს მიღებული ცოდნა ყოველთვის  დამეხმარება პროექტებით სწავლებისას,  მკაფიო და მიზნობრივი შეფასების კრიტერიუმების შერჩევაში.

მე-6 დღე

დღეს განვიხილეთ საუკეთესო ტექნოლოგიური ინსტრუმენტები. ვფიგრობ, ეს დაგვეხმარება სასწავლო პროცესში ეფექტური აქტივობების დაგეგმვაში, რომელიც დადებითად წაადგება მოსწავლის სწავლის პროცესს.ამგვარი აქტივობები ხელს შეუწყობს მოსწავლეებში 21-საუკუნის უნარების განვითარებას.

მე-5 დღე

დღეს ავტვირთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია.