Posts
Showing posts from 2014
პროექტის მე-9 დღე
- Get link
- X
- Other Apps
დღეს დავასრულეთ ინტელის ტრენინგი. ავტვირთეთ ჩვენი პროექტის საქაღალდე ბლოგზე და გავაკეთეთ მისი პრეზენტაცია. პრეზენტაციები საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა. მსმენელებმა ერთმანეთს მივეცით რეკომენდაციები, რომელიც ითვალისწინებდა ჩვენი შემდგომი მუშაობის გაუმჯობესებას. პრეზენტაციაზე ნათლად გამოიკვეთა ჩვენი პროექტის ძლიერი და სუსტი მხარეები. ეს მე დამეხმარება მის დახვეწასა და შესაბამისად, უფრო მაღალი შედეგების მიღწევაში. ამ ტრენინგის ფარგლებში შევიძინე მეტად საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც არამარტო ჩემს მოსწავლეებს წაადგება, არამედ ჩემთვის პროფესიული ზრდის საშუალებაც იქნება. დიდ მადლობას ვუხდი ტრენინგის ორგანიზატორებს და ჩვენს ტრენერს, ბატონ დიმიტრი პოპოვს.
მე-4 დღე
- Get link
- X
- Other Apps
დღევანდელი ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის შესწავლას მოიცავდა. განვიხილეთ პროექტის შეფასების მეთოდები. გავეცანით შეფასების დროში გაწერილი გეგმის მაგალითებს. სათითაოდ განვიხილეთ შეფასების ინსტრუმენტები: ჟურნალი,ჩეკლისტები,პროექტის რუბრიკა,დაგეგმვის ფურცლები და სხვა. მისი მიხედვით დავგეგმეთ საკუთარი პროექტის შეფასების პროცესი და მიზნები. მივიღეთ დავალებებც. კმაყოფილი ვარ დღევანდელი ტრენინგით, რადგან პროექტებზე მუშაობის პროცესში ყოველთვის ვგრძნობდი, რომ შეფასებასთან დაკავშირებით ბუნდოვანი და არასაკმარისი ცოდნა გამაჩნდა. დღეს ვგრძნობ, რომ ეს საკითხი უფრო მკაფიო გახდა ჩემთვის, რაც უთუოდ დამეხმარება მოსწავლეთა საჭიროებების დადგენასა და მათი სწავლის პროგრესისთვის. მადლობაა!
ტრენინგის მე-3 დღე
- Get link
- X
- Other Apps
დღეს ვიმუშავეთ პროექტის სტანდარტებზე; შევუსაბამეთ და შევიტანეთ ისინი ტრენინგის ფარგლებში, ჩვენს მიერ დაგეგმილი სასწავლო პროექტის გეგმაში; გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს; ჩვენი პროექტისთვის თავადაც შევადგინეთ ასეთი კითხვები; ჩემთვის განსაკუთრებით დასაფიქრებელი აღმოჩნდა ზოგადი კითხვის მოფიქრება. ვფიქრობ ამგვარი კითხვები ძალიან გამოგვადგება მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განსავითარებლად.
ინტელის ტრენინგის II დღე
- Get link
- X
- Other Apps
დღეს კიდევ ერთი ბლოგი შევქმენი. მომავალში ამ ბლოგზე განვათავსებ კლასის დამრიგებელთათვის მრავალფეროვან დამხმარე რესურსებსა და საინტერესო სტატიებს.ვფიქრობ სასარგებლო ბლოგი გამოვა. გარდა ამისა, ღეს შევისწავლეთ ისეტი საკითხები როგორიცაა პუბლიკაციებისა და ჩეკლისტების მომზადება. საინტერესო ტრენინგი გამოვიდა.